15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 13:26:54, 1702 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის მსგავსი შეტევა, როდესაც ჯერ საჰაერო დარტყმები იყო, შემდეგ კი გამოვაცხადეთ, რომ ომი დაიწყო. ამჯერად, დიდი შეტევა უკვე დაიწყო", - განაცხადა დენისენკომ.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ღამით დნეპროპეტროვსკში მიმდინარეობდა და ასევე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა გრძელდება.

ცნობისთვის, უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში აკვირდებოდნენ რუსული ჯარების გადაადგილებას დონბასში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში "გაძლიერებულ ევაკუაციას" აწყობს და დასძინა, რომ 11 აპრილს დაგეგმილია ევაკუაციის მატარებლები ლუგანსკიდან და დონეცკიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics