16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 12:51:46, 1239 ნახვა

საზოგადოება
მარტის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 88%, რეისების რაოდენობის კი 120% აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მარტის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 88% აღდგა.  2022 წლის მარტში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 46,735 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი). 

პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მარტში, აეროპორტში რეისების 120 % აღდგა და 222 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics