|
2022-04-06 12:03:20, 1223 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღინიშნა, სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. კახა კალაძემ აქვე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მარტში, დიდთოვლობის დროს, დედაქალაქის გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იქ ამ კუთხით და აუცილებელია ამ სამუშაოების წარმოება. დასუფთავების ღონისძიება, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. „თბილსერვისს“ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მარტში, უჩვეულო დიდთოვლობის დროს, მათ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისთვის, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, მოძრაობა არ შეზღუდულიყო და საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შესძლებოდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ფონიჭალის ხევში ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)