17:52 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-05 15:45:18, 685 ნახვა

საზოგადოება
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება

აჭარაში კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ბათუმთან ახლოს, სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელში 10-მდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრია. 

კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი  კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ.  პირველი კანიონინგის მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში  2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics