07:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 13:01:18, 904 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

რა შეიცვალა ერთ კვირაში? საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%-იანი მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, თიბისი კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დასრულებულა, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა - მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი თიბისი კაპიტალის ადრინდელ, 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება.

უფრო მეტიც, საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის IV კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც.

"თიბისის" მთავარი ეკონომისტის 4 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ: ვებ-გვერდზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics