09:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 11:06:45, 1161 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ, რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით   განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული   პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები; საუბარი შეეხო   დაგეგმილ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია უახლოეს მომავალში გეგმავს. 

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 მლნ ლარის ღირებულების 7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 4000  ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება  3 240 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

„სარწყავი სეზონი  ახლოვდება; ადგილზე ვეცნობით იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით ხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები. შიდა ქართლი აქტიურია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით; გამართული სამალიორაციო ინფრასტუქტურა კი, მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ფერმერებს, გაზარდონ წარმოება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. 

შეხვედრა  შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics