19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 11:26:39, 701 ნახვა

საზოგადოება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, როსტევანის ქუჩაზე 4 აპრილიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების მსვლელობისას შეზღუდვა მირიან მეფის ქუჩიდან ჭაშნაგირის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთსა და როსტევანის ქუჩაზე ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„მირიან მეფის ქუჩიდან როსტევანის ქუჩისკენ სატრანსპორტო საშუალებების  გადაადგილება შესაძლებელი იქნება თინათინის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათისა და ნ. აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გამოყენებით. ამავე ქუჩების დახმარებით, მოძრაობა თავისუფალი იქნება როსტევანის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, სატრანსპორტო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ოთხი ათასი მესხის, ფარსადანისა და ჭაშნაგირის ქუჩებზე.

 

მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ შეეხება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics