|
2022-04-01 10:41:47, 658 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა 30 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
ნიდერლანდების განვითარების ბანკმა - FMO, „თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით, 30 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, განთავსება იურიდიული კომპანიის - MKD Law კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია. ემისია სრულად „ტერაბანკმა“ შეიძინა. აღნიშნული ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. აღსანიშნავია, რომ მოზიდული ფინანსები ძირითადად ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტის - მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით FMO აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერასა და ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას. უკანასკნელად FMO-მ ადგილობრივი, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაცია 2021 წელს, „თიბისი კაპიტალის“ მეშვეობით განათავსა. ემისია სრულად „ტერაბანკმა“ შეიძინა. „მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია „თიბისი კაპიტალსა“ და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისაკენ. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის - „ტერაბანკისთვის“, ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. ის, რომ აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში „ტერაბანკის“ მრჩეველი და პარტნიორი ჩვენ ვიყავით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამყარებს „თიბისი კაპიტალის“ მიმართ არსებულ ნდობას ადგილობრივ საინვესტიციო და ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ. „გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეხუთე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში განთავსება სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან - დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე“, - FMO-ს ხაზინადარმა მათიჯს პინხტერენმა. „მოხარულები ვართ, რომ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან - ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან. ამ რესურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერაბანკის საკრედიტო საქმიანობის გაფართოებისა და მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების გაუმჯობესებისთვის. „თიბისი კაპიტალს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი ტრანზაქციების წარმატებით განხორციელებაში“, - განაცხადა, „ტერაბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა სოფიო ჯუღელმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)