|
2022-04-01 09:40:00, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობას
აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის შედეგს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ნედ პრაისი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აპრილში რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. „არც დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე, ისევე როგორც აშშ-მ არ აღიარა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმში უკანონო შეჭრა და ანექსიის მცდელობა. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ნედ პრაისმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)