|
2022-03-31 17:01:06, 1342 ნახვა
ეკონომიკა
შეიძინე ან გაყიდე უძრავი ქონება area.ge-ს ექსპერტის დახმარებით
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის area.ge საუკეთესო სივრცეა. პირველი, ციფრული პორტალი მომხმარებელს წარუდგენს გასაყიდი თუ გასაქირავებელი ქონების შესახებ არსებული განცხადებების უდიდეს რაოდენობას, რაც თავისთავად არის შესაძლებლობა იმისა, რომ მაძიებელმა მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო ქონება. არეა მისი პრემიუმ სერვისებით მუდმივად ცდილობს მოერგოს მომხმარებლების მოთხოვნებს და გაუმარტივოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა უძრავი ქონების ექსპერტთა მომსახურების სერვისი, რაც გულისხმობს პროფესიონალი კადრების დახმარებას ნებისმიერი ტიპის ქონების ყიდვა - გაყიდვის საკითხში. არეას უძრავი ქონების ექსპერტები სამი მიმართულებით მუშაობენ, ესენია: საცხოვრებელი უძრავი ქონება; კომერციულ - საოფისე; საინვესტიციო უძრავი ქონება. შესაბამისად მომხმარებელს მომსახურება გაეწევა მისთვის საინტერესო უძრავი ქონების მიხედვით. სერვისის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ქონებაზე, იქნება ეს საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, კერძო სახლები, მეორადი, ახალაშენებული, თუ მშენებარე პროექტები. უძრავი ქონების შეძენის მსურველს ექსპერტი მოუძებნის მისი მოთხოვნების შესაბამის ბინას, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს, წარუდგენს, განიხილავს მასთან ერთად ქონების მახასიათებელს, უპირატესობებს და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, გადავა უკვე ყიდვისა და გაფორმების საკითხზე. ეს ყველაფერი კი მოხდება თქვენი მინიმალური ჩართულობით. მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელისმოწერით. ქონების გასაყიდად უძრავი ქონების ექსპერტის მომსახურება გულისხმობს, საექსპერტო შეფასებას, ფოტოგადაღებას, შიდა ბაზებისთვის შეთავაზებას, რეკლამას სოციალურ მედიაში, მომხმარებელთა წრის განსაზღვრას, მათთვის ქონების შეთავაზებას, პრეზენტაციების ჩატარებას, გადაფორმების პროცესის ორგანიზებას. სერვისის მისაღებად area.ge-ზე უნდა დატოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია და უძრავი ქონების ექსპერტები იმ დღესვე დაგიკავშირდებიან: მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ გარდა ამისა, არეას დახმარებით შესაძლებელია იპოთეკური სესხის საიტიდან მოთხოვნა. განცხადების გვერდზე ჩაშენებული იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი აძლევს მომხმარებელს საშუალებას, გამოითვალოს რა თანხა სჭირდება შერჩეული ქონების შესაძენად, რამდენი იქნება თანამონაწილეობისთვის საჭირო, რამდენ პროცენტში და რა ვადით მისცემს ბანკი სესხს ქონების შესაძენად. თუ მითითებული ინფორმაცია დამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგი ეტაპი მარტივი აპლიკაციის შევსებაა, სადაც მხოლოდ საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი უნდა ჩაწეროთ. ამით ფიქსირდება თქვენი მოთხოვნა იპოთეკურ სესხზე ბანკში ისე, რომ არ გიწევთ ფილიალში მისვლა. გასათვალისწინებელია, რომ არეა მომხმარებელს აძლევს საშუალებას ერთდროულად სამ ბანკში - საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში და ვითიბი ბანკში - მოითხოვოს იპოთეკური სესხი, ან ამოარჩიოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი, გააგზავნოს სესხის მოთხოვნის აპლიკაცია საიტიდან და დაელოდოს შეთავაზებას ბანკის წარმომადგენლისგან.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)