19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 10:53:13, 427 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ  53 დევნილსა და ეკომიგრანტს  ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ  სახელობო იარაღები,  მომსახურების სფეროსთვის ინვენტარი, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამკერვალო  თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავადვე შეარჩიეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების თვითდასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.  პრიორიტეტულია, რომ  განსახლების პარალელურად,  იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics