09:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 16:25:17, 1160 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურის უფროსებთან, ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თემის რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურის უფროსებთან, ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თემის რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, განიხილეს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები.

წარმატებით ხორციელდება, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროგრამა.

მერის ინიციატივით გრძელდება უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი.

4 აპრილიდან , ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტის 54 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით 628 000 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაო თათბირზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics