16:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 15:00:26, 1014 ნახვა

მსოფლიო
სერგეი შოიგუ - უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, შეგვიძლია დონბასის გათავისუფლებაზე ფოკუსირება

უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა, რომლის დროსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. -  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა შესაძლებელია დონბასის გათავისუფლებაზე ფოკუსირება.

„სპეცოპერაციის მიმდინარეობის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვფოკუსირდეთ ძირითად მიზანზე გავათავისუფლოთ დონბასი“, - განაცხადა მან.

ამასთან შოიგუს თქმით, უკრაინაში სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე“, - განაცხადა შოიგუმ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics