19:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-27 11:27:16, 963 ნახვა

სამხედრო
ოკუპანტებს შეეძლოთ 40 000-მდე უკრაინელი რუსეთში იძულებით წაეყვანათ

ოკუპანტების მიერ იძულებით გაყვანილი ან გატაცებული უკრაინელების რიცხვი ახლა შეიძლება 40 000-ს აჭარბებდეს. - ამის შესახებ, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„ოკუპანტი ცინიკურად იტაცებს ათასობით ადამიანს ომის ზონებიდან ან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გაჰყავს ისინი გაურკვეველი მიმართულებით - კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების გასწვრივ, რომელსაც თავად ქმნის უკრაინასთან შეთანხმების გარეშე“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთი ქმნის ალტერნატიულ „ჰუმანიტარულ რეალობას“ და ცდილობს რუსეთის ფედერაციაში მარიუპოლის მცხოვრებთათვის საკუთარი ე.წ. გადარჩენის სცენარი გაამზადოს.

„სავარაუდოა, რომ უმეტესად ქალაქელებს არ სურთ „გადარჩენა“ აგრესორის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუსული ჯარები იძულებით იტაცებენ მშვიდობიანი მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან თავად რუსეთში. უკვე საუბარია  ათიათასობით უკრაინელებზე რომლებიც, იძულებით გადასახლდნენ ამ გზით“, - ამტკიცებს ვერეშჩუკი.

მსგავსი სქემის მიხედვით, ოკუპანტი მოქმედებს კიევის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში და ცდილობს ხალხის ძალით გადაიყვანოს ბელორუსიაში.

„ჩვენ მუდმივად და მძლავრად ვაძლევთ სიგნალს საერთაშორისო საზოგადოებას და ინსტიტუტებს, რომ აღნიშნული რუსული „დერეფნები“ არის უკანონო, არაა ჩვენთან კოორდინირებული. მით უმეტეს, რომ მეორე მხარეს - დონეცკის და ლუგანსკის მახლობლად - იძულებითი მიგრანტები გადადიან სპეციალურ ფილტრაციის ბანაკებში. ეს ყოველივე ჟენევის კონვენციას არღვევს, მაგრამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) რატომღაც კი გადაწყვიტა თავისი წარმომადგენლობითი ოფისი გაეხსნა დონის როსტოვში, ზუსტად იმისთვის, რომ იმუშაოს რუსეთის ფედერაციაში ძალის გამოყენებით დეპორტირებულ უკრაინელებთან. წითელი ჯვარი შეძლებს მათი სიების შეგროვებას“, - გამოთქვა იმედი ვიცე პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ისახება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების უძლურება, როგორიცაა ICRC და გაერო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დონის როსტოვში წარმომადგენლობის გახსნა სურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics