|
2022-03-24 13:41:40, 663 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 72 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსა
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, განაცხადების განხილვის შედეგად, ლიფტები 39 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 11 მისამართზე რეაბილიტირდა. კორპუსების გადახურვა - 8 მისამართზე განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 2 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 2 მისამართზე კი, სადარბაზოს კარი გამოიცვალა. "სხვადასხვა სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)