11:36 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 12:02:11, 535 ნახვა

მსოფლიო
​ლატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიამ მომღერალი თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა მიიღო. 

საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ. მიზეზი, მათ მიერ კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და განხორციელებული აგრესიული პოლიტიკის საჯარო გამართლება და პროპაგანდის გაწევაა. 

„ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინასთან გაჩაღებულ გაუმართლებელ ომს, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება და რომლის შედეგადაც, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ყოველდღიურად იღუპებიან. კრემლის რეიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს, ჩადენლ დანაშაულებში თანამონაწილეობას, შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

ნონ გრატას სიაში მოხვდნენ შემდეგი პირები: მარია სითელა; დიმიტრი გუბერნიევი; ვლადიმერ მაშკოვი; არტიომ ჟოგა; თინა კანდელაკი; ვიქტორ პოლიაკოვი; პოლინა გაგარინა; ნიკოლაი რასტორგუევი; ვიტალი ლოკტევი; ალექსანდრე იეროხინი; სერგეი პერეგუდა; ვასილი გორელო;  ნატალია პოდოლსკაია; ანასტასია მაკეევა; ვიქტორია დაინკო; დენის მაცუევი; ნიკიტა მიხალკოვი;  ვალერი გერგიევი; დიმიტრი სტრელცოვი; ალექსეი ტარასოვი; პაველ სუჩკოვი; ალექსეი კანტური; სერგეი პოლუნინი; ვიქტორია ციგანოვა; სტანისლავ მიხაილოვი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics