11:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 11:10:21, 631 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინაში ბავშვების ხოცვა

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო დაცვის შესახებ, რომელშიც მოსკოვის როლი ნახსენები არ არის ჩავარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამცემა Reuters- ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუციას მხარი მხოლოდ  რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირა, ხოლო დანარჩენებმა 13 წევრმა  საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, ინდოეთმა, ირლანდიამ, კენიაში, მექსიკამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ბრაზილიამა, გაბონმა, განამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავა.

"რუსეთი რომ ზრუნავდეს უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ის შეწყვეტდა ბავშვების დახოცვას და უკრაინის ალყაში მოქცევას. ", - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა კენჭისყრის შემდეგ.

რუსული რეზოლუცია გააკრიტიკა აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უშიშროების საბჭო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის მზაკვრულ თამაშში. "უკრაინის ომში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე", - ამბობს ის.

რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებებს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა, რომლის შექმნასაც მოსკოვი ცდილობს. 

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მიღებისთვის მინიმუმ 9 ხმა სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics