21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 20:39:11, 1077 ნახვა

სამართალი
ოკუპანტი, რომელმაც მამაკაცი მოკლა, მისი ცოლი კი ბავშვის თვალწინ გააუპატიურა, სამხედროებმა მოკლეს

რუსი ოკუპანტი, რომელმაც კიევის რეგიონში მამაკაცი მოკლა და ცოლი ბავშვის თვალწინ გააუპატიურა,უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.

როგორც "უნიანი" იუწყება, კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციით, „ნაძირალა ლიკვიდირებული იქნა უკრაინის სამხედროების მიერ, როგორც მტერი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემოვიდა“.

პოლიცია აღნიშნავს, რომ მარტის დასაწყისში, ბროვარის რაიონის სოფელ ბოგდანოვკას ოკუპაციის დროს, რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ერთ-ერთი სახლის მეპატრონე, მოგვიანებით კი „მთვრალ მდგომარეობაში სიცოცხლის მოსპობის მუქარის ქვეშ მოკლულის ცოლი 34 წლის ქალი გააუპატიურა. ოკუპანტი ქალს და მის მცირეწლოვან შვილს ძალადობით დაემუქრა“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამძებრო სამუშაოების დროს პოლიციამ მოძალადის ვინაობა დაადგინა. 

" მიმდინარეობს საპროცესო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელი ქალის ძალადობის საქმე საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს.", - აცხადებენ პოლიციაში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლა ქალი და ბავშვი უსაფრთხოდ არიან, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics