09:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 10:28:51, 809 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის მობილიზებას აგრძელებს

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ბელარუსის საზღვარზე ტექნიკის მომარაგებას, - ამის შესახებ ინორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთანავე, უკრაინული მედია წერს, რომ არსებული ინფორმაციით, გრძელდება რუსული და ბელარუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური მოძრაობა ბელარუსის ტერიტორიაზე, შემდგომ კი, ეს ჯარები უკრაინის საზღვრის გასწვრივ ინაცვლებენ.

„უნიანი“ წერს, რომ ბელარუსში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც გმობენ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლების დახმარებას რუსეთისთვის უკრაინასთან ომში, ნაწილობრივ გააუქმეს სარკინიგზო კომუნიკაცია ბელარუსსა და უკრაინას შორის. აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 28-ე დღეა. ჯარების ოპერატიული დაჯგუფებები მოქმედებენ დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტაურიდას რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილებში. მათ შეაკავეს ოკუპანტების წინსვლა ზაპოროჟიეს მიმრთულებით. ასევე, უკრაინელი სამხედროები იცავენ მარიუპოლს ოკუპანტებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics