08:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 22:09:23, 656 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება, რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის „მართვადი“ უნდა იყოს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთზე „ყოველდღიურად უფრო და უფრო დრამატული გახდება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის „მართვადი“ უნდა იყოს.

უკრაინის ომი „შეიძლება იყოს უფრო გრძელვადიანი დავა, ამიტომ ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, - თქვა ოლაფშოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლასთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

შოლცის განცხადებით, გერმანიის პოზიცია ევროკავშირის მასშტაბით, რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შესახებ არ შეცვლილა.

„ეს ასევე ეხება ბევრ სხვა [ევროპულ] ქვეყანას, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი [რუსულ] ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე, უფრო მეტად ვიდრე გერმანია“, - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics