09:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 17:34:52, 1403 ნახვა

რეგიონი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი.

,,აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს  სამინისტროს მიერ შეძენილი ტრანსპორტი ემსახურებათ უფასოდ.  ქ.ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით.

2022 წელს გაიზარდა რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალისწინებული სეანსების რაოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბავშვი. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩართული არიან ასევე ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამებში", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics