2022-03-16 18:13:06, 922 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინული ელექტროკაბელების დეფიციტის გამო BMW და Volkswagen - ქარხნებს ევროპაში აჩერებენ
ევროპელი ავტომწარმოებლები - კერძოდ BMW და Volkswagen - აჩერებენ თავიანთ ქარხნებს ევროპაში ნაწილების დეფიციტის გამო.
ამის შესახებ Financial Times იტყობინება. მიზეზი უკრაინული საწარმოების მიერ წარმოებული ნაწილების ნაკლებობა გახდა. კერძოდ, ეს არის ელექტრო კაბელები: უკრაინას შეადგენს ამ ქარხნების საჭიროებების მიწოდების დაახლოებით მეხუთედი.
საჭირო ნაწილების დამზადების საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ უკრაინული საწარმოები მათ შეკვეთით აწარმოებენ. მათ გარეშე მანქანების აწყობა უბრალოდ შეუძლებელია.
„კაბელებთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ისინი ფუნდამენტურია. მათ გარეშე არასრული მანქანის აწყობაც კი ვერ დაიწყება“, – ამბობს საკონსულტაციო კომპანია Alix Partners-ის მმართველი დირექტორი ალექსანდრე მარიანი.
Volkswagen-მა აღნიშნა, რომ კომპანია ახლა განიხილავს ალტერნატივას, რომელიც მოიცავს აღჭურვილობის შეცვლას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,