|
2022-03-15 22:25:36, 1268 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg - ხვალ რუსეთში დეფოლტის ალბათობა დაახლოებით 70%-ია
"ბლუმბერგი" პროგნოზირებს, რომ რუსეთს შესაძლოა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს უკვე ოთხშაბათს, 16 მარტს. გამოცემის თანახმად, რუსეთის მთლიანი სახელმწიფო და კორპორატიული ვალი 150 მილიარდ დოლარს აღწევს, ამ წელს რუსეთის დეფოლტის ალბათობა დაახლოებით 70%-ია. ამ ფიგურაზე პირდაპირ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ. სავარაუდოდ, მთავრობა 117 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებზე პროცენტს გადაიხდის. პირველი სცენარი ვარაუდობს, რომ რუსეთი დაფარავს ვალს დოლარში, რაც ნიშნავს, რომ დეფოლტი გადაიდო მინიმუმ 4 აპრილამდე, როდესაც დადგება დრო შემდეგი კუპონების გადახდისთვის. მეორე სცენარი ვარაუდობს, რომ რუსეთი იხდის რუბლებს. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი ხელშეკრულება მართლაც იძლევა ასეთ გადახდას, მაგრამ არა ყველა. კერძოდ, ოთხშაბათს გადახდა ჩაითვლება მხოლოდ ვალუტაში განხორციელებულად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს დეფოლტს. მესამე, რუსეთი საერთოდ არ იხდის. ოთხშაბათს გადახდის შეუსრულებლობა გამოიწვევს საშეღავათო პერიოდს 30 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მოჰყვება დეფოლტი. როგორც ცნობილია, დეფოლტი ბოლოს რუსეთში 1998 წელს დააფიქსირდა. მან წამოიწყო სწრაფი ინფლაციის, რუბლის დევალვაციის და საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსური იზოლაციის სპირალი.
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)