21:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 18:32:42, 643 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთში კიდევ 350 კომპანიასა და ფიზიკურ პირს, მათ შორის, დიმიტრი მედვედევს, სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში კიდევ 350 ფიზიკურ პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა, - აღნიშნულ ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს.

სანქცირებულ პირთა შორის, ვისაც აქტივები გაეყინებათ და მოგზაურობა აეკრძალებათ, არიან: რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.

ამასთანავე, სანქციები დაუწესეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, მარია ზახაროვას, კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს.

სანქციები შეეხო რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელს, მარგარიტა სიმონიანს, რომელიც რუსული სამთავრობო მედიის აღმასრულებელი რედაქტორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics