21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 16:27:28, 652 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს როდის მოაწერს

კრემლს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ როდის მოაწერს ხელს რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება, „სავარაუდოდ, დადებითი ფაქტია“.

„მუშაობა ორ დელეგაციას შორის ვიდეოკონფერენციის გზით მიმდინარეობს. პროცესი რთულია. სამუშაოს გაგრძელების ფაქტი დადებითია. ჯერ არ გვინდა პროგნოზების გაკეთება, დაველოდებით. სანამ ხელშესახები შედეგები არ იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics