20:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 10:17:30, 740 ნახვა

მსოფლიო
ეუთო-ს თავმჯდომარე რუსეთის დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს

მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმები სახელმწიფო ტერორიზმია. - ასე აფასებს ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებს.

მისი თქმით, რუსული ჯარები საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ იარაღს იყენებენ.

ზბიგნევ რაუს თქმით, რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ეს არის სამწუხარო, სამარცხვინო და სახელმწიფო ტერორიზმის ტოლფასი. სკოლებს, საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს რუსი ჯარისკაცები, მიზანმიმართულად აკრძალული იარაღით უტევენ ", - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მე-20 დღეა გრძელდება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics