|
2022-03-14 19:13:50, 1905 ნახვა
ეკონომიკა
ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში
Europcar Georgia პირველი ავტოგაქირავების კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ეკომეგობრული ტრანსპორტით სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკს სრულად ელექტრო ავტომობილები შეემატა. ამ ნაბიჯით Europcar Intrenational-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, იღებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილდეს გარემოს, ხელი შეუწყოს ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს. ელექტრო მანქანების არჩევით, როგორც დღიური გაქირავების, ასევე კორპორაციული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავადაც შეუერთდეს კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას და იზრუნოს გარემოზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასთან ერთად, Europcar Gerogia-ს ახალი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილებს ნაკლებად სჭირდება ტექნიკური სერვისი. ,,მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოს ბაზარზეც, ელექტრო ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესს ეკოლოგიაზე ზრუნვის გარდა, საწვავზე ფასების ზრდამაც შეუწყო ხელი. ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რასაც კონკრეტული შეთავაზებით ვუპასუხეთ და სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ელექტრო მანქანებიც დავამატეთ. მომხმარებელს უკვე შეუძლია ეკომეგობრული გადაწყვეტილება მიიღოს, - აირჩიოს ელექტრო ავტომობილი, რაც საბოლოოდ მათ თანხასთან ერთად, დროსაც დაუზოგავს“ – Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე. Europcar Georgia-ს მომსახურებით სარგებლობისათვის შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი კომპანიის ვებგვერდზე დაჯავშნოთ. შეთავაზებაშია, როგორც საწვავზე მომუშავე და ჰიბრიდი, ასევე სრულად ელექტრო ევტომობილები. Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. მიმდინარე წელს „Europcar Georgia“-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა.
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)