|
2022-03-13 12:27:07, 1032 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც
„მთელი ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობდა ლარის ამგვარი გაუფასურების წინაპირობები. ეს გამოჩნდა კიდეც და მუდმივი კომუნიკაციით ძირითად ბიზნეს-აქტორებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, ანალიტიკოსებთან, მოსახლეობასთან ვაჩვენეთ, რომ რეალურად, პანიკა გადაივლიდა, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდებოდა და ეს ასეც მოხდა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური პროცესები არის მსხვერპლი, მათ შორის პოლიტიკური პროცესების. მისი თქმით, ეკონომიკური პროცესები, მათ შორის ჩვენთან, ზიანდება იმ პოლიტიკური დაძაბულობით, ისტერიით, ხშირ შემთხვევაში არაობიექტური მოვლენებით, ასევე სპეკულაციებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პროცესებზე და ლარის კურსთან დაკავშირებითაც აისახება. „დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა დაიწყო სტაბილიზაცია, დაიწყო წონასწორობის წერტილის მონახვა. ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები არის ზუსტად ისეთივე, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ, გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი, ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის და ეროვნული ბანკის ეს უპრეცედენტო მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩნდა და მოსახლეობამ დაინახა, რომ ლარის გაუფასურების წინაპირობები მართლაც არ იყო, რის შედეგადაც ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციას, მინისტრის განმარტებით, ბანკმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ლოტით, თანხით მიიღო აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ რეალურად ის არც კი იყო სრულად ათვისებული, რადგან ამ პირობებს ობიექტური წანამძღვრები არ ჰქონდა. „ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)