|
2022-03-13 12:02:18, 740 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ აზარაშვილი - თურქეთის ბაზრის გახსნით, ათეულობით მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა
„დაახლოებით, 1 თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, GMP სტანდარტის, მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტი საქართველოში ყველა წესისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება. „ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნებს. „ამ ბაზრის გახსნით, ჩვენ ვხედავთ, რომ ათეულობით თურქულ მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენი ოპონენტები დასაწყისში ამბობდნენ, თითქოს, თურქეთში წარმოებული მედიკამენტები არ არის ხარისხიანი. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე არ არის. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. თურქული ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწავდომი გახდეს.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)