16:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 16:48:55, 630 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პოზიტიური ძვრებია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პოზიტიური ძვრებია. 

აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე განაცხადა. 

„მე მოგაწვდით ინფორმაციას ასევე უკრაინის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პირველ რიგში, იმაზე, როგორ მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მაცნობეს მომლაპარაკებლებმა ჩვენი მხრიდან. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მოგიყვებით",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics