10:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 19:03:27, 538 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი - NATO-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვის სექტორზე, იგი საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ NATO-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვის სექტორზე და გააუმჯობესოს ალიანსის მუშაობა.

მისივე თქმით, „ეჭვგარეშეა“, რომ დასავლეთი უკრაინასთან მიმართებით, საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს განუცხადა:

„ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთი საკმარისად ადრე ან გადამწყვეტად არ მოქმედებდა. რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეკავების მუქარა საკმარისად სერიოზულად არ მიიღო. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის NATO-ს განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება. ჩვენ ესტონეთში, კიდევ უფრო მეტი ჯარი გავაგზავნეთ, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრია. ჩვენ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიმართ სერიოზულები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics