05:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 20:01:44, 876 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - არ არსებობს გარანტიები, რომ NATO-სთან „ინციდენტები“ არ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე გრუშკოს ჰკითხეს რუსეთსა და ნატოს წევრებს შორის შეტაკების რისკებზე.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იარაღის მიწოდების პროგრამებით. ამ სიტუაციაში ყველაფერი ძალიან საშიშია, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ინციდენტები არ იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

NATO-ს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის გამოყენებას და უკრაინის ვითარებაში ჩარევას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთი დღით ადრე, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ალიანსი ჯარს ან სამხედრო თვითმფრინავს უკრაინაში არ გაგზავნის.

„NATO არ იქნება კონფლიქტის ნაწილი,” - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ „NATO-ს ქმედებებში სულ მცირე გონიერება ჯერ კიდევ დარჩა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics