|
2022-02-28 16:09:01, 439 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია - მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქის და კუთხის იძულებით დატოვება
მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქის და კუთხის იძულებით დატოვება. - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რაც არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ, ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს წლების წინ. მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქის და კუთხის იძულებით დატოვება. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული უკრაინაში მშვიდობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)