|
2022-02-28 12:39:58, 589 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში ხალხი იღუპება და აქ მართავენ კონცერტებს, ჟრიამული აქვთ ატეხილი
მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საქართველოში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია პატრიოტი ხალხის გულანთებულ გრძნობებზე თამაშობს და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებაზე ფიქრობს. „მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა, რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და მიშა-მიშა აძახებინეს და წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამოაცხადეს გამარჯვებულად და დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გულანთებული, პატრიოტი ქართველების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებაზე ფიქრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)