18:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 17:22:01, 535 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. თავდაპირველად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ზელენსკის წინადადების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში გაგზავნოს რუსული დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პუტინს მიმართა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics