|
2022-02-25 16:33:14, 599 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელმა კრემლს მოუწოდა, რომ მოქალაქეების „უაზრო“ წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს
„მოვუწოდებ კრემლს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. მოქალაქეების უაზრო წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს“, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსულ მთავრობას, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სანქციების მეორე ტალღა, რომელიც მზადების დაუყოვნებლივ პროცესშია მასიური და მკაცრი იქნება. შარლ მიშელის ცნობით, შეზღუდვების პაკეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება წუხელ იქნა მიღებული. „პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, კიევზე რუსული ძალების თავდასხმა გრძელდება. მოვუწოდებ კრემლს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაუყოვნებლივ მობილიზდეს, რათა საერთაშორისო სამართალი დავიცვათ“, - აღნიშნულია შარლზ მიშელის განცხადებაში. „მოქალაქეების უაზრო წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და მის მხარდაჭერას გააგრძელებს. წუხელ სანქციების მეორე ტალღის შესახებ შევთანხმდით, რომელიც მასიური და მკაცრი შედეგების მქონე იქნება. შემდეგი პაკეტი სასწრადოდ მზადდება“, - წერს შარლზ მიშელი „ტვიტერზე“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)