01:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 15:32:45, 1724 ნახვა

სხვადასხვა
თურქეთი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უსამართლო და უკანონო სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ

თურქეთი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "უსამართლო და უკანონო" სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ.

„მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია. ეს თავდასხმა, გარდა იმისა, რომ არღვევს მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.

თურქეთი, რომელიც თვლის, რომ აუცილებელია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, ეწინააღმდეგება საზღვრების შეცვლას იარაღის დახმარებით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედებები. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მომავალშიც გაგრძელდება“. - ნათქვამია თურქეთის ხელისუფლების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics