12:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 21:32:41, 933 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ნარიშკინს ეგონა, რომ სხდომაზე არა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას, არამედ მის რუსეთში შეერთებას განიხილავდნენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების განიხილვის დროს, რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

სერგეი ნარიშკინს ეგონა, რომ სხდომაზე განხილვის საგანი არა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, არამედ დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა განიხილებოდა.

ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე სცადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პირდაპირი პასუხი მიეღო. საბოლოოდ, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერდა დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას.

პუტინი: თქვენ მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გვთავაზობთ? თუ მათი სუვერენიტეტის აღიარებას? პირდაპირ თქვით
ნარიშკინი: მე დავუჭერ მხარს, რომ....
პუტინი: დაუჭერთ თუ უკვე უჭერთ? პირდაპირ ილაპარაკეთ - კი თუ არა?
ნარიშკინი: მხარს ვუჭერ წინადადებას, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ
პუტინი: ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ განვიხილავთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას
ნარიშკინი: დიახ. მე მხარს ვუჭერ წინადადებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ
პუტინი: მადლობა, დაჯექი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics