21:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 13:18:48, 652 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით

გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ღალატის დეტალები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც უაღრესად საინტერესო იქნება და რომლის თქმასაც, აპირებს. 

„გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში ღია კოალიცია შექმნეს. ამიტომ, მტკიცებულება არავის არ სჭირდება. ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი. ეს დეტალები ეხება პრემიერობის პერიოდსაც, შს მინისტრობის პერიოდსაც შეიძლებ, ეხებოდეს და ასევე 17-18 თებერვალსაც. უხერხულობის მოხსნას ველოდები, რომ დეტალები ვთქვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics