11:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 10:29:41, 782 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. 

"ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. " - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics