22:19 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 12:43:03, 829 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ

"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, „ოცნების“ მიერ უკრაინაში გაგზავნილი რეზოლუციით, პარტიამ „ძალიან ხმამაღალი“ პოზიცია გამოხატა, სხვა გადაწყვეტილება კი, მოვლენების განვითარებისამებრ იქნება მიღებული.

"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. რეზოლუციით ჩვენ ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics