|
2022-02-08 15:29:51, 712 ნახვა
საზოგადოება
„ბათუმი ავარიული სახლების“ გარეშე პროგრამის ფარგლებში 70 ოჯახს ბინები გადაეცემა
აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე ბათუმში 3000 ოჯახი უსაფრთხო საცხოვრისით იქნება უზრუნველყოფილი. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 70 ოჯახს დღეიდან მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახებს ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ. უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში რურუას ქუჩაზე #1 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ადგილზე გააცნეს. "კორპუსის მაცხოვრებლები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ. აღნიშნული ოჯახები ბათუმის მერიის მიერ ქირით იყვნენ გაყვანილი. მოსახლეობას ბინები გადაეცემათ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელით ჩანაცვლდება. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში, საჭიროების მქონე ყველა ოჯახი, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული." - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება. ამასთან, დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი შენდება .
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)