01:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 12:33:19, 837 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - კომპანია „თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვა ჩვენი თანამოქალაქეები

,,კომპანია ,,თელმიკომ' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები.  - ასე გამოეხმაურა ენმ-ს სამდივონს წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს.

,,კომპანია ,,თელმიკომ' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.' - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები გარბიან, ხელისუფლება ძარცვავს ქართველ ხალხს და უწესებს ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს.

დეპუტატი ითხოვს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი მოუწოდებს მიიტანონ საკუთარი ქვითრები სემეკში, ან ენმ-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს დაზარალებულ მოქლაქეებს გაუწვენ ადვოკატირებას და იბრძოლებენ მათი ჯიბიდან მოპარული თანხების დაბრუნებისთვის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics