14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 12:11:17, 1049 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, იმ სოფლებში, სადაც ვაქცინაციის მოცვა შედარებით დაბალია, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად იმართება.

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა ისაუბრა კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი სახელმწიფო პროგრამის და ბუსტერ დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 100 ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემის შესახებ.

"სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის თვის განმავლობაში. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს. ვფიქრობ აღნიშნულმა პროგრამამ ხელი შეუწყო ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობის ზრდას. ჩვენ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ვაგრძელებთ. მორიგი შეხვედრა გავმართეთ ოჩხამურის ამბულატორიაში. აჭარაში სამიზნე კონტიგენტის 80%-ზე მეტი აცრილია, გვსურს ეს ციფრი 100%-მდე გავზარდოთ. მოგეხსენებათ ოჩხამური შედარებით დაბალი მომართვინობით ხასიათდება, აქედან გამომდინარე ეს სოფელი ჩვენთვის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს", - აღნიშნა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია 320 229-ზე მეტი დოზა ვაქცინა. ბუსტერ დოზით აცრილია 13 590 მოქალაქე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics