03:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 15:25:41, 1334 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი

მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რაც დასტურდება მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევაც მომდევნო პროცესებზეც გაგრძელდება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განცხადებით,  დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმეები და კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად სახელმწიფოში არ შემოსულა, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ეს დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევაც მომდევნო პროცესებზეც გაგრძელდება. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი „აქ არის, მაგრამ არ არის აქ“, აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი პოზიცია. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ შეიძლება დავსაჯოთ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი, ამაზე არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა და ბრალი აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ამ ბრალზე უნდა ისაუბრონ“, - განაცხადა პროკურორმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics