23:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 09:47:58, 696 ნახვა

მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზმომარაგების შემცირებას გადაწყვეტს

ევროკავშირი გაზით მომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირის ინტერესია, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და გაჩაღებული კონფლიქტი, რომელიც ევროპაში უნდობლობას ზრდის, მოლაპარაკებების გზით დასრულდეს. 

„რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ დიპლომატია ჩავარდება და ყველა ვარიანტს განვიხილავთ. 

ევროკავშირი უარს არ იტყვის უკრაინის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერაზე. უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეზობელია: მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა", - წერს ჟოზეფ ბორელი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics