21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 10:16:36, 948 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ჯონ კირბმა აღნიშნა, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, აღნიშნული განკარგულება თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა. აღნიშნულის მიზეზი უკრაინის საზრვართან რუსი ჯარისკაცების მობილიზებაა. 

ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს, მათ შორის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდასაჭერად მათი ამოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics