21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 16:05:08, 828 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს სახით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 21 იანვარს მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან განიხილა რუსეთის მხრიდან „აგრესიული მოქმედებები“ და ევროკავშირის მხარდამჭერი შემდგომი ზომები.

მისივე თქმით, პირველი ფინანსური დახმარება 6 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, 19 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულდა უკრაინის საზღვრის მახლობლად შეიარაღებული ძალების განლაგება, რომელიც მათივე თქმით, შესაძლოა გამოყენებული იქნას შეტევისთვის.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის დასავლეთ საზღვართან 127 000-ზე მეტი სამხედროა თავმოყრილი. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა „ნებისმიერ მომენტში“. ამასთანავე, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა პროვოკაცია მოახდინოს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო, ევროკავშირი და აშშ-ს ხელისუფლება მოსკოვს მკაცრი სანქციებით დაემუქრნენ. რაც შეეხება რუსეთს, კრემლი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმების არსებობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics