16:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 15:40:40, 712 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი და არ ასახავს ნამდვილ შინაარსს

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში "ტელეკომპანია პირველზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ბასილაშვილი სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და ამბობს რომ, შვილი მისთვის პრიორიტეტია და მისი დუმილი  ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics