20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 10:22:05, 822 ნახვა

მსოფლიო
ჰანს კლუგე - კოვიდ19-ის „ომიკრონ“ შტამმა შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს

„ომიკრონ“ ვარიანტმა კოვიდ 19-ის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და შეიძლება ევროპაში მისი დასრულებაც გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„სავარაუდოა, რომ პანდემია რეგიონში მიდი ერთგვარი ფინალური ფაზისკენ“, -  განაცხადა კლუგემ და დასძინა,  რომ „ომიკრონ“ ვარიანტმა  მარტისთვის შესაძლებელია ევროპელთა 60% დააინფიციროს.

კლუგეს განცხადებით, დაინფიცირების მაჩვენებლის ამჟამინდელი ტემპი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებითაა გამოწვეული, ვაქცინის ან გლობალური იმუნიტეტის წყალობით შემცირდება.

„მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, სანამ კოვიდ 19 წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ პანდემიის დაბრუნება გარდაუვალი არ იქნება,“ - აღნიშნა კლუგემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics